დათო 571 14 25 56 .

სანტეხნიკი.

მოგესალმებით ჩემს საიტზე. 

თუ თქვენ გჭირდებათ სანტეხნიკოსი დამირეკეთ. მე ვაკეთებ ნებისმიერ სანტეხნიკის სამუშაოს ხარისხიანად და სწრაფად. ვმუშაობ ყველა სახის წყლის მილის გამოყენებით. ვამონტაჟებ: ვანნას, პირსაბანს, საშხაპე კაბინას , სარეცხის მანქანას, წყლის გამათბობელ ბაკს. სანტეხნიკი – საპასუხისმგებლო პროფესიაა, წყალთან ხუმრობა არ შეიძლება. ყველა კვანძი უნდა გაკეთდეს საიმედოთ და ბოლოს შემოწმდეს გულდასმით. 

დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე; დათო 571 14 25 56 .

წაიკითხეთ რამდენიმე საჭირო რჩევა: 

 

  • ხშირად სანტეხნიკის სამუშაოების დაწყებისას დგება ასეთი შეკითხვა – საჭიროა თუ არა ცენტრალური მილების ე. წ. სტაიაკების შეცვლა?
  • მე როგორც სანტეხნიკი მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აუცილებელია.
  • მითუმეტეს რომ მილი უნდა შეიცვალოს, როგორც თქვენს სართულზე ასევე მეზობლებთან, როგორც ზევით ასევე ქვევით.
  • მხოლოდ ამ შემთხვევაში თქვენი ბინა იქნება დაცული წყლისგან და თქვენ არ დატბორავთ ქვედა მეზობელს. 

ასევე ხშირად კითხულობენ – რომელი მილია უკეთესი წყლის გაყვანილობისთვის ბინაში? გიპასუხებთ – არსებობს სამი სახის მილი : რკინის, მეტალოპლასტიკის და პოლიპროპელენის. რკინის მილი საიმედოა, ექსპლატაციის ვადით 15 - 20 წელი, მაგრამ აქვს მინუსი – რკინა წყალს აძლევს ჟანგის გემოს. მეტალოპლასტიკის მილი აადვილებს სანტეხნიკის სამუშაოს, მაგრამ შეერთების კვანძები არ არის საიმედო. მე უპირატესობას ვაძლევ პოლიპროპილენის მილს . ის საიმედოა, ძლებს 40 -50 წელი. მილების შეერთება ხდება 250 გრადუს ტემპერატურაზე სპეციალური ინსტრუმენტით, რომელსაც სანტეხნიკები ვეძახით - უთოს.

სანტენიკის სამუშაო, ბინის რემონტის დროს მთავრდება 2 - 3 დღეში, რის შემდეგას რემონტს აგრძელებს კაფელის ხელოსანი.

ძებნა

შესვლის ფორმა

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0