დათო 571 14 25 56 .

მოსამზადებელი სამუშაოები.

მოსამზადებელი სამუშაოები. ყველა სამუშაო რომელიც არ მოითხოვს სპეციალურ მომზადებას შეიძლება ჩაატაროთ თქვენ. ეს შესამჩნევად შეამცირებს თქვენს ხარჯებს. მაგალითად მოსამსადებელი სამუშაოები

შესაძლებლობების მიხედვით უნდა გავათავისუფლოთ ავეჯისგან ყველა ოთახი,რომელთაც ვარემონტებთ ამ ეტაპზე. ყველა ავეჯი შეიძლება გადავზიდოთ, დროებით სხვა ოთახში. თუ ბინა ერთ ოთახიანია, ავეჯს ვალაგებთ ითახის ცენტრში. უზრუნველყოფთ თავისუფალ, სამოძრაო ადგილს ყველა კედელთან. ავეჯს გულდასმით ვფუთავთ ცელოფნით. 

შემდე უნდა შევფუთოთ იატაკი, ეს აუცილებელია, რადგან უბრალო კოსმეტიკური რემონტის დროსაც კი  ჭუჭყი და მტვერი იქნება საკმარისად. პარკეტის იატაკზე, თავიდან ვაგებთ მუყაოს ყუთის ფურცლებს და შემდეგ  ვაფარებთ ზემოდან სქელ ცელოფანს. იმ შემთხვევაში თუ იცვლება ჭაღი, მას ვხსნით და მის ადგილზე დროებითი განათების მოსაწყობად ვამაგრებთ უბრალო ნათურას.

და ბოლოს, თუ რემონტს ვაკეთებთ მარტო ერთ ოთახში, საჭიროა სხვა ოთახების დაცვა მტვრისგან და ჭუჭყისგან. ამისთვის დიდ სქელ ნაჭერს ვასველებთ წყალში, შემდეგ კარგად ვწურავთ და ვკიდებთ კარის მთლიან ფართობზე. 

მოსამზადებელი სამუშაოები დამთავრებულია, შეგვიძლია შეუდგეთ რემონტს.

ძებნა

შესვლის ფორმა

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0