დათო 571 14 25 56 .

სამზარეულოს რემონტი თბილისში.

სამზარეულოს რემონტი, სამზარეულოს ავეჯის შეძენა – ყველაზე მთავარი ეტაპია ბინის ან კერძო სახლის კეთილმოწყობაში. თავიდან კეთდება სამზარეულოს პროექტი. სამზარეულოს რემონტი იწყება სამზარეულოს მთლიანი გათავისუფლებით ივეჯისა და საყოფაცხოვრებო დანადგარებისგან. შემდეგ ვხსნით ძვერ იატაკს. ვწმინდათ კედლებს და ჭერს ძველი სამშენებლო მასალებისგან. სამუშაოს შემდეგი ეტაპია – იატაკის მოჭიმვა და მისი გასწორება. თუ დასასხამი სტიაჟკის დონე არ აღემატება 1 სანტიმეტრს, ვიყენებთ დასასხამ იატაკს. სხვა შემთხვევაში, (როცა სისქე აღემატება 1სმ.) ვხმარობთ ცემენტო–ქვიშის ხსნარს.

სამზარეულოს რემონტის შემდეგ ეტაპზე ყურადღებას ვუთმობთ კედლებს და ჭერს.

კედლების და ჭერის გასწორების ყველაზე ადვილი ხერხია გიბსოკარდონის გაკვრა. საზარეულოსთვის უკეთესია ნესტის გამძლე გიპსოკარდონის არჩევა. თუ გიპსოკარდონი არ გაწყობთ, მოგვიწევს ზედაპირის გასწორება ბათქაშით, ხოლო დიდი სისქის შემთხვევაში, ბზარების წარმოქმნის საწინააღმდეგოთ ვიყენეთ არმირებულ სეტკას.

ჭერზე დიდი 3-4 სმ. სხვაობის შემთხვევაში ჭერის ლესვა საშიშია.

დროთა განმავლობაში ჭერი შეიძლება დაიბზაროს ან საერთოდ ჩამოიქცეს. ამ შეთხვევაში ვიყენეთ შეკიდული ჭერის ერთ– ერთ ვარიანტს: გიბსოკარდონი, ალუმინის ან პლასტიკის შეკიდული ჭერი ან დასაჭიმი ჭერი. ლესვის შემთხვევაში, ზედაპირს თავიდან ვგრუნტავთ, შემდეგ ვაყენებთ მაიაკებს და ვლესავთ და ვშპაკლვთ რამდენიმე ფენად.

 

ძებნა

შესვლის ფორმა

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0