დათო 571 14 25 56 .

პარკეტის დაგება.

პარკეტის დაგება. გადაწყვიტეთ პარკეტის დაგება? თქვენ გჭირდებათ ხელოსანი ? დამირეკეთ და მე სიამოვნებით დავაგებ პარკეტს თქვენს ბინაში ან ორგანიზაციაში. პარკეტის იატაკი შედგება რამდენიმე ფენისაგან: წებო, ფანერა და პარკეტი. სამუშაოს ხარისხი დამოკიდებულია  ხელოსნის ოსტატობაზე და მასალის ხარისხზე.

პარკეტის დაწყობა, ისევე როგორც ყველა საქმე   საერთოდ, იწყება მოსამზადებელი სამუშაოებით. ოსტატი ზომავს იატაკის გადახრებს ჰორიზონტალური სიბრტყიდან, ასევე მის ტენიანობას. ეს პარკეტის ხარისხიანად დაგების აუცილებელი პირობაა. ამასთან შეიძლება დაგვჭირდეს ძველი იატაკის დემონტაჟი, ან ცემენტის იატაკი დარჩეს მოსახვეჭი.

როგორ დავაწყოთ პარკეტი?

ზედაპირის გასწირების შედეგ ვიწყებთ პარკეტის დაგებას. უკეთესია ჯერ ფანერის დაგება იატაკზე,  რითაც უზრუნველვყოფთ შესრულებული სამუშაოს მაღალ საიმედოობას. საიედობის მომატების მიზნით ფანერაზე  ესმება წებო პვა.

პარკეტის დაგება იწყება ზონრის გაჭიმვით. ზუსტად პირველი რიგის გასწვრივ ვჭიმავთ ზონარს, შემდეგ ზუსტად ზონრის გაწვრივ ვაგებთ პარკეტის პირველ რიგს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფანერას უსმევთ წებოს, შემდეგ ვადებთ პარკეტს, დავაწვებით და ბოლოს ვაჭედებთ ლურმანს. ყველა პარკეტის გვერდზე არის სპეციალური ჭრილი ლურსმის დასამაგრებლად. როგორც ყვერა საქმეში პარკეტის დაგების დროს ძნელია საქმის დაწყება, მაგრამ თუ პირველ რიგს დავაგებთ კარგად, გავასწორებთ გულდასმით, შემდეგ საქმე მიდის ჩქარ ტემპში. კაგი ხელოსანი სამუშაო დღის განმავლობაში საშუალოდ დააგებს 7 - 10 კვ. მეტრ პარკეტს.

პარკეტის დაგების ფასი.

პარკეტის დაგების ფასი სხვადასხვა შემთხვევისთვის ძალიან განსხვავდება. არის ისეთი რთული დიზაინის ნახაზები, რომ გაკეთებული სამუშაო წარმოადგენს ხელოვნების განძს. რათქმაუნდა ამ შემთხვევაში პარკეტის დაგება ძალიან ძვირია; ხოლო უბრალო ნახაზის შემთხვევაში პარკეტის დაგების ფასი გაცილებით ნაკლებია და იწყება 10 ლარიდან 1 კვ. მეტრისთვის.

თუ გაინტერესებთ: კაფელის ხელოსანი, ბინის რემონტი დამიკავშირდით მე.

ძებნა

შესვლის ფორმა

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0