დათო 571 14 25 56 .

მეტლახის დაგება.

მეტლახის დაგება.  ადრე თუ გვიან  ტუალეტში ან აბაზანაში შესვლისას აღმოაჩენთ, რომ ისინი საჭიროებენ სასწრაფო რემონტს. ზოგჯერ არ არის საშუალება ან დრო გავაკეთოთ აბაზანის მთლიანი რემონტი, მაგრამ უბრალოდ იატაკის განახლებითაც შეიძლება დავკმაყოფილდეთ. ასევე სამზარეულოსა და ჰოლში ხშირად ვაგებთ მეტლახს, რაც ძალიან მოსახელხებელია-ისეთ ადგილებში სადაც არის ზედმეტი ნესტი მეტლახი იდეალური მასალაა.

რა ჯდება მეტლახის დაგება.

დაგება კედელზე.

15 ლარიდან.

იატაკზე დაგება.

10 ლარიდან.

ფოტო. ფოტო.

 სანამ დავიწყებდეთ მეტლახის დაგებას უნდა გაიზომოს დასაგები იატაკის ფართობი. ეს შეიძლება გავაკეთოთ მზომით, გავზომავთ ოთახის სიგრძეს შემდეგ სიგანეს, გადავამრავლებთ და მივიღებთ საჭირო ფართობს. მაგრამ არის ერთი გარემოება – მეტლახი დაგების დროს იჭრება საჭირო ზომაზე და რჩება გამოუყენებელი ნაჭრები. საერთოთ რომ არ შევცდეთ და არ ვიყიდოთ ნაკლები მეტლახი, სუფთა იატაკის ფართობს უმატებთ კიდევ მის ათ პროცენტს.

მეტლახის დაგების წესი.

ფოტო. ფოტო.

არის მეტლახის დაგების ორი წესი. 1 - ძველებური, რაცა არ კეთდება იატაკის მოჭიმვა, პირდაპირ ვაგებთ მეტლახს ცემენტო – ქვიშის ხსნარზე. „რასტვორს" ვდებთ იატაკზე, ვასწორებთ ქაფჩით, მეტლახზე ჩოთქით ვუსმევთ წებოს  „პვა". მეტლახის დაგების ამ წესს აქვს მინუსი – რაც არ უნდა მოვინდომოთ მეტლახის ქვეშ რჩება ცარიელი ადგილები. მეტლახის დაგების მეორე წესი უფრო საიმედოა, მაგრამ ბევრად შრომატევადია. თავიდან ვაკეთებთ იატაკის მოჭიმვას, შემდეგ ვამზადებთ კაფელის წებოს. წებო მზადდება შემდეგნაირთ: პლასმასის ვედროში ვასხამთ წყალს, დაახლოებით ვედროს მთელი მოცულობის მეოთხედზე ვამატებთ წებოს და ვურევთ მოქსერით. შემდეგ წებო ქაფჩით გადაგვაქვს იატაკზე, ვასწორებთ და ბოლოს სპეციალური კბილებიანი შპატელის დასმით ვიღებთ ზედმეტ წებოს. იატაკზე რჩება წებოს სწორი, თანაბარი სიმაღლის ზილები. და  ბოლოს ვაწყობთ მეტლახს.

მეტლახის დაგების ფასი.

ფოტო. ფოტო.

მეტლახის დაგების ფასი იცვლება და დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობაზე, თვითონ მეტლახის ზომებზე, დიზაინის სირთულეზე, მოსაპირკეთებელი ზედაპირის სისწორეზე. 2016 გაზაფხულის წლის ფასებით მეტლახის დაგების მინიმალური ფასია 8 - 10 ლარი. აბაზანაში, რადგან იატაკის ფართობი მცირეა ფასი მატულობს –14 ლარამდე.

თუ თქვენ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ მოსინჯოთ, შეიძლება (თუ მოინდომებთ) დააგებთ მეტლახს ხარისხიანად. თუ გადაწყვიტავთ კაფელის ხელოსნის დაქირავებას დამირეკეთ მე.

ძებნა

შესვლის ფორმა

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0